ზუგდიდში თამბაქოს საწყობის აფეთქების შემდეგ, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა 1 კაცის ცხედარი იპოვა.
ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. როგორც “იმედი”-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცხედარი ძლიერ არის დამწვარი. მას პროზექტურაში გადაასვენებენ.
ზუგდიდში, ცოტა ხნის წინ თამბაქოს საწყობი აფეთქდა. აფეთქების მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა მთლიანად დაინგრა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
კომენტარები