რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ტელეგრამა გაუგზავნა, სადაც არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ტერორიზმის წინააღმდეგ ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ექსტრემიზმისა და ტერორიზმის ზრდა, იწვევს ლოკალური კონფლიქტების ესკალიზაციასა და რეგიონების დესტაბილიზაციას. ასეთ სიტუაციაში, უაღრესად მნიშვნელოვანია ერთიანობა და ნდობა, რათა შენარჩუნდეს საერთაშორისო უსაფრთხოება და სტაბილურობა“, – წერია ტელეგრამაში.
კომენტარები