ევროპისა და აზიის მრავალი ორგანიზაცია მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე გახდა. თავდასხმისთვის აქამდე უცნობი ვირუსული პროგრამაა გამოყენებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა კომპიუტერულ სისტემებს დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე.
სპეციალისტების თქმით, ვირუსი საშინელი სისწრაფით ვრცელდება. პროგრამა კომპიუტერებს ბლოკავს და შემდეგ ბლოკის მოხსნისთვის ბიტკოინების გადახდას ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ჰაკერულმა შეტევამ დააზიანა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და კავშირგაბმულობის ოპერატორების სერვერები.
კომენტარები