ირანში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა – ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში 5,7 მეათედი მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ბოჟურდთან 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული, 300-ზე მეტი კი დაშავდა. დაზიანდა და ნაწილობრივ დაინგრა შენობა-ნაგებობები.
სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, მიწისძვრამ რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზები იმდენად დააზიანა, რომ ხალხის დასახმარებლად ოპერაციაში ავიაციის ჩართვა გახდა საჭირო.
კომენტარები