ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უახლესი კიბერშეტევის პირველადი ვირუსის წყარო აშშ-ა და უცნაურია რუსეთზე გაკეთებული მინიშნებები:
„მთლიანობაში ჰაკერული შეტევები შეშფოთებას იწვევს. ამაში კარგი არაფერია. რაც შეეხება ამ საფრთხის წყაროს, ჩემი აზრით, Microsoft-ის ხელმძღვანელობამ პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ვირუსის პირველადი წყარო აშშ-ის სპეცსამსახურებია. რუსეთს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სხვათა შორის, ეს კარგად ასახავს რეალობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომ დამნაშავეებს ყოველთვის იქ ეძებენ, სადაც არ არიან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
12 მაისს გლობალური მასშტაბით საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ. კიბერუსაფრთხოების ფირმა Avast-მა მსოფლიოს 99 ქვეყანაში 75 000 კიბერშეტევა გამოავლინა.