მექსიკაში ნარკოტიკების თემაზე მომუშავე ჟურნალისტი და ცნობილი მწერალი ხავიერ ვალდესი მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევა მექსიკის შტატ სინალოას ქალაქ კულიაკანში მოხდა, სადაც ვალდესი ცხოვრობდა და მუშაობდა. გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი ქუჩაში ჩაცხრილეს, უცნობმა პირებმა მას 10 ტყვია ესროლეს. ვალდესი ადგილზე გარდაიცვალა.
ხავიერ ვალდესი უკვე მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც მექსიკაში მარტის დასაწყისიდან დღემდე მოკლეს. Associated Press-ის ცნობით კი 1992 წლიდან დღემდე მექსიკაში 38 ჟურნალისტია მოკლული.
კომენტარები