დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა სირიის პროვინცია ჰამაში სულ მცირე 50 ადამიანი მოკლეს, აქედან დაახლოებით 15 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
მედიის ცნობით, დილით, ტერორისტები ჰამას პროვინციის ერთ-ერთ სოფელში შევარდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაუსწორდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვები არიან. ქალაქი ჰამა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია და სირიის ყველაზე დიდ ქალაქ ალეპოსთან ახლოს მდებარეობს.
კომენტარები