ბანგლადეშში ჰომოსექსუალიზმში ეჭვმიტანილი 27 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
დაკავებულების უმეტესობა სტუდენტებია, რომელთა ასაკი 30 წელს არ აღემატება. ახალგაზრდები ქვეყანაში მოგზაურობის დროს დააკავეს. ადგილობრივი სამართალდამცავების თქმით, დაკავებულებს თან ნარკოტიკები და პრეზერვატივები აღმოუჩინეს.
ჰომოსექსუალიზმი, მუსულმანურ ბანგლადეშში სისხლის სამართლის დანაშაულია და უვადო პატიმრობით ისჯება. სამოქალაქო აქტივისტებამ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალზიაცია მოეხდინა, თუმცა უშედეგოდ.
კომენტარები