ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტაში, პოლიციის რეიდის დროს, ე.წ. გეი საღამოზე 141 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
საღამოზე დასასწრებად მონაწილეებმა 185 ათასი რუპი გადაიხადეს (დაახლოებით 14 დოლარი). ყველა დაკავებული, პორნოგრაფიის კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი, რამდენიმე კი პროსტიტუციაში.
ინდონეზიაში ჰომოსექსუალიზმი დაკანონებულია, გარდა პროვინცია აჩეხში, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ.
მიუხედავად რეიდისა, ხელისუფლება შეშფოთებულია სექსუალური უმცირესობების მიმართ გაღვივებული აგრესიის. რამდენიმე კვირის წინ, აჩეხის რეგიონის სასამართლომ ორ კაცს, ერთსქესიანი ურთიერთობის გამო, საჯაროდ ხელკეტების ცემის განაჩენი გამოუტანა.
კომენტარები