ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სამხედროებს უბრძანეს უარი ეთქვათ სოცქსელებზე. ამის შესახებ ჯიჰადისტებზე მოთვალთვალე ორგანიზაცია SITE-ი წერს.
“ოფიციალურ განცხადებაში” დაჯგუფების ლიდერები მიმართავენ ბოევიკებს არ გამოიყენონ სოცქსელები, რადგან ამით უფრო მარტივი ხდება მათი მდებაორების დადგენა. ტექსტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბრძანება უშუალოდ ცხელ წერტილებში მყოფ შენაერთებს ეხება.
“ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე ორი წელია აკრძალუალია Apple -ის ტექნიკა. დაჯგუფების ექსპერტების მონაცემებით, მისი საშუალებით შესაძლებელია ტერორისტებზე თვალთვალი.
კომენტარები