ამ გუნდმა [„ქართულმა ოცნებამ“] აჩვენა, რომ არის ყველაზე უფრო გამართული გუნდი, ვისაც დღეს შეუძლია, ქალაქის საკითხების გადაჭრა, მოგვარება და სწორი მიმართულებით განვითარება, – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა გურამ ნიკოლაშვილმა.
„გარდა ამისა, ამ არჩევნებს აქვს თავისი პოლიტიკური მდგენელი, რაც იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკური ველი გადაიტვირთოს“, – აღნიშნა ნიკოლაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა საზოგადოებას საკრებულოს პროპორციული სიის ოცეული წარუდგინა. კახა კალაძის თქმით, გუნდი პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებსაც აქვთ საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და რესურსი, ხელი შეუწყონ დედაქალაქის განვითარებასა და გაუმკლავდნენ ყველა გამოწვევას.
კომენტარები