მიხარია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მექნება ჩემი წვლილი შევიტანო თბილისის განვითარებაში, – განაცხადა მედიასთან თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ნინო ვარდოსანიძემ.
„მიხარია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვიყავი დედაქალაქის საკრებულოს წევრი და მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მონაწილე. ასევე მიხარია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მექნება ჩემი წვლილი შევიტანო თბილისის განვითარებაში“, – აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა საზოგადოებას საკრებულოს პროპორციული სიის ოცეული წარუდგინა. კახა კალაძის თქმით, გუნდი პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებსაც აქვთ საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და რესურსი, ხელი შეუწყონ დედაქალაქის განვითარებასა და გაუმკლავდნენ ყველა გამოწვევას.