პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. მდინარაძეს კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი იყო.
მანამდე მდინარაძეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დახურულ ფორმატში მოუსმინეს.
ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა, რის შემდეგაც სუსის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.
კომენტარები