საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლისაბონის ფუნიკულიორზე მომხდარ ავარიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საგარეო უწყება სამძიმარს უცხადებს პორტუგალიასა და დაღუპულთა ოჯახებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლისაბონის გლორიას ფუნიკულიორის ტრაგიკული ავარიის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ პორტუგალიას და დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის, ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ავარიის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 დაშავდა. 15 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. პორტუგალიის მთავრობამ 4 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
კომენტარები