საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შეწყალების შესახებ. ეს ნაბიჯი ერთგვარად სახელმწიფოებრივ მიდგომას უსვამს ხაზს, ვინაიდან პრეზიდენტმა საკუთარ პირად თუ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს სტაბილურობა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნება დააყენა – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ისედაც დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარებულიყო, შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეულწილად დამატებით არგუმენტს ქმნის პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის სასარგებლოდ.
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შეწყალების შესახებ. ეს ნაბიჯი ერთგვარად სახელმწიფოებრივ მიდგომას უსვამს ხაზს, ვინაიდან პრეზიდენტმა საკუთარ პირად თუ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს სტაბილურობა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნება დააყენა. როგორც ცნობილია, პარტია „ძლიერი საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობს, ამიტომ პრეზიდენტის მოტივაცია სრულიად გასაგებია – თავიდან იქნეს აცილებული იმგვარი სპეკულაციები, რომლებიც პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ისედაც დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარებულიყო, შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეულწილად დამატებით არგუმენტს ქმნის პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის სასარგებლოდ. ამით პრეზიდენტმა აჩვენა, რომ მზად არის გვერდზე გადადოს წარსული უთანხმოება, დაივიწყოს მისთვის ნასროლი ტალახი თუ პირადი დაპირისპირებები და პრიორიტეტი მიანიჭოს სახელმწიფოს ინტერესებს.
ახლა ბურთი ფაქტობრივად ოპოზიციის მოედანზეა. მათი პასუხისმგებლობაა, რომ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები განხორციელდეს კანონის ფარგლებში, კონსტრუქციულად და დემოკრატიული წესების დაცვით. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა, სადაც პოლიტიკური კონკურენცია წარიმართება არა დაპირისპირებით, არამედ არგუმენტებით და პროგრამული ხედვებით“, – წერს დავით ჩიხელიძე.