სეზონი ჯერ მხოლოდ დაიწყო, ბევრი ახალი გადაცემა, საინტერესო სტუმარი და სიურპრიზი გელოდებათ, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს Rustavi 2 • რუსთავი 2-ის დილის ეთერში გავიდა თბილი, ტკბილი, მშვიდი და რაც მთავარია ძალიან გემოვნებიანი “შაბათ კვირის დილა”
ზურა შევარდნაძესთან ერთად.
ხვალაც გავა 9:00 საათიდან 11:00 საათამდე, ისევე როგორც ამ სეზონის ყოველ შაბათ-კვირას.
Zurab Shevardnadze გილოცავ პრემიერას შენს არაჩვეულებრივ და ხალას თანაწამყვანებთან ერთად! რეიტინგი რომ გარანტირებული გაქვს ვიცი, უბრალოდ მინდა კეთილი მაყურებელი გისურვო, სხვისი ნიჭისა და შრომის დამგასებელი.
P.S. ჩვენს მაყურებელს და გულშემატკივარს კი მადლობას ვუხდი ამდენი მოლოცვისათვის, თბილი სიტყვებისათვის და კეთილი სურვილებისათვის.
სეზონი ჯერ მხოლოდ დაიწყო, ბევრი ახალი გადაცემა, საინტერესო სტუმარი და სიურპრიზი გელოდებათ
ახალ არხზე დიდი ისტორიით!” – წერს ბაკურ ბაკურაძე.