მინდა, მამუკა მდინარაძეს მივულოცო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა, ძალიან მნშვნელოვანია ყველა სამართალდამცავი უწყების სინერგიული მუშაობა, ერთხმად საქმის კეთება და ამ კუთხით, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი ცვლილება განოხრიცლედა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს უპრეცედენტოდ ძლიერია სამართალდამცავი უწყებების ერთობლიობა და ეს არის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით, სუს-ის საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად გაუმჯობესდება. დღეს, უპრეცედენტოდ ძლიერია ჩვენი სამართალდამცავი უწყებების ერთობლიობა და ეს არის მნიშვნელოვანი, ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით. ჩვენ დაგვჭირება ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირება, ეს ეხება ნარკოტიკებს, ორგანიზებულ დანაშაულს, კორუფციულ დანაშაულს. ამ მიმართულებითაც გვჭირდება მომავალშიც აქტიური მუშაობა. ასევე, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის აღკვეთაც არის მნიშვნელოვანი და ამ კუთხით ბუნებრივია, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები იქნებიან სრულად კონსოლიდირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.