ორი თამაში, ერთი მარცხი და ერთი ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება, – წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.
მამარდაშვილი ქომაგებს გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.
„თქვენი მხარდაჭერა, ჩვენი ძალაა. მადლობა, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხართ!“, – წერს გიორგი მამარდაშვილი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
კომენტარები