ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგი საინტერესო წერილი მოგვითხრობს “ნაქები” დასავლური საარჩევნო ბატალიების “უპირატესობაზე” – “დახარვეზებულ” ქართულ საარჩევნო სისტემაზე. ამჯერად საქმე ეხება ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მუნიციპალურ არჩევნებში (გერმანია) მონაწილე სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატს (კენჭისყრა 2025 წლის 14 სექტემბერს არის დაგეგმილი) – მათ შორისაა 7 AfD (ალტერნატივა გერმანიისთვის) კანდიდატი. ყველა მათგანი მოულოდნელად მოკვდა გაურკვეველ ვითარებაში სწორედ რომ ამ არჩევნების წინ. პოლიცია და საარჩევნო კომისიები აცხადებენ: დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, მიზეზები ძირითადად ბუნებრივია (ერთ შემთხვევაში – თვითმკვლელობა) – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამან საზოგადოებაში სერიოზული ეჭვები გააჩინა – სოციალური ქსელებში არაერთი ვარაუდი ვრცელდება, რომ სიკვდილიანობის „კლასტერები“ შესაძლოა მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი იყოს: მოწამვლით, უბედური შემთხვევების დადგმითა თუ შიდა პარტიული დაპირისპირებით. ამასთან, არსებობს ვერსიებიც, რომ ხელისუფლება ცდილობს AfD-ის გაძლიერების შეჩერებას და ამით ქაოსის საფრთხის წარმოჩენას.
„ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგი საინტერესო წერილი მოგვითხრობს “ნაქები” დასავლური საარჩევნო ბატალიების “უპირატესობაზე” – “დახარვეზებულ” ქართულ საარჩევნო სისტემაზე. ამჯერად საქმე ეხება ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მუნიციპალურ არჩევნებში (გერმანია) მონაწილე სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატს (კენჭისყრა 2025 წლის 14 სექტემბერს არის დაგეგმილი) – მათ შორისაა 7 AfD (ალტერნატივა გერმანიისთვის) კანდიდატი. ყველა მათგანი მოულოდნელად მოკვდა გაურკვეველ ვითარებაში სწორედ რომ ამ არჩევნების წინ. პოლიცია და საარჩევნო კომისიები აცხადებენ: დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, მიზეზები ძირითადად ბუნებრივია (ერთ შემთხვევაში – თვითმკვლელობა).
მედიის მხრიდან მწირი გაშუქებისა და პოლიციის გამოძიების ცალსახა ინტერპრეტაციის მიუხედავად, სოციალურ მედიაში კვლავ ამტკიცებენ, რომ ეს არ შეიძლება იყოს „შემთხვევითი დამთხვევა“, რომ AfD რეალურ ძალას იძენს, საფრთხეს უქმნის დამკვიდრებულ წესრიგს. სასიკვდილო „ანომალიები“ არჩევნებამდე, პარტიის ზოგიერთი ფიგურის განადგურების მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია: „შემთხვევითი“ ქმედებების წინასწარი დაგეგმარებით, მოწამვლით, დადგმული უბედური შემთხვევებით და ა.შ.
მომხდარის მიზეზები დღემდე გაურკვეველი რჩება: ოფიციალური მონაცემები ძალიან მწირია („მძიმე დაავადება“, „ბუნებრივი მიზეზები“, „თვითმკვლელობა“), რაც ბუნებრივად ჭორებს ქმნის. გამჭვირვალე გამოძიებები არ ტარდება: პოლიცია და საარჩევნო კომისიები, გარე ჩარევის არარსებობის გამოცხადებისას, აღიქმებიან, როგორც ორგანოები, რომლებიც ხელისუფლებისგან მიღებულ დაკვეთას ასრულებენ. AfD-ის ნაწილის “რუსულ გავლენასთან” კავშირის ბრალდებების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაჩნდეს ვერსიები, რომ ეს არის “რუსული ფრთისაგან” შიდაპარტიული წმენდა და დასავლური სადაზვერვო სამსახურების სპეცოპერაცია და ა.შ.
ამავდროულად, შეიძლება გამოიკვეთოს სრულიად საპირისპირო კვალიც: „ისინი საფრთხეს უქმნიან ევროკავშირს, ამიტომ ცდილობენ მათ დისკრედიტაციას ქაოსისა და შიშის გზით“. ხელისუფლება, სავარაუდოდ საკუთარი ძალისხმევით გაჩენილი ამ “სასიკვდილო კლასტერით” აჩვენებს: „ხედავთ, რომ ჩვენს გარეშე ქვეყანაში სუფევს ქაოსი, სიკვდილი, კოლაფსი“. AfD-ის პოპულარობის ზრდა (16–20%), ხელისუფლებისთვის აღიქმება, როგორც გამოწვევა, რომელზეც ის მზად არის რადიკალურად უპასუხოს. ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიცია და საარჩევნო კომისიები, სოციალური ქსელების ცოცხალი რეაქციის მიუხედავად, აცხადებენ რომ ამ “სიკვდილიანობაში” გარე ჩარევის ნიშნები არ არსებობს: სიკვდილის მიზეზები ბუნებრივია ან ავადმყოფობის შედეგია (ერთ შემთხვევაში, თვითმკვლელობა).
დასკვნის სახით კი, ერთი წამით წარმოვიდგინოთ – 16 გარდაცვლილი კი არა, ერთ ქართველ ოპოზიციონერს ქერტლიც რომ გაუჩნდეს მელოტ თავზე – აღშფოთებული შეშფოთების როგორი ცუნამი წარმოიშვებოდა “სანაქებო” საარჩევნო გარემოში. დაველოდოთ გერმანიის არჩევნების ამ ეპიზოდის ასახვას ეუთო/ოდირის დასკვნებში – უფრო სწორედ, დიდი ალბათობით, ამ ეპიზოდის სრულ იგნორირებას...“ – წერს ქართველიშვილი.