ამ ადამიანისგან [სოფო ჯაფარიძისგან] და მისი გუნდისგან ჩვენ წარსულში არაერთი ტყუილი გვაქვს მოსმენილი, ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი სოფო ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„უპირველესად, ამ ადამიანისგან [სოფო ჯაფარიძისგან] და მისი გუნდისგან ჩვენ წარსულში არაერთი ტყუილი გვაქვს მოსმენილი, ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. თუ ეს სიმართლეა, დასანანი იქნება, რომ ადამიანები და გუნდი, ვინც ცხოვრებისეული შესაძლებლობა მოგცა, რომ ემსახურო შენს ქვეყანას, პირველივე შესაძლებლობაზე ცდილობ დააზიანო“ , – აღნიშნა მახაშვილმა.
ის, რასაც მმართველი გუნდი მინიშნებით ლევან ხაბეიშვილზე ამბობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ აღიარა და დაადასტურა. საუბარია მმართველი გუნდის ყოფილ წევრებზე. ჯაფარიძეს წამოსცდა თუ მიზანმიმართულად თქვა – ახლა მთავარი კითხვა ეს არის.