მათი [პარტია „გახარია საქართველოსთვის“] მხრიდან დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ შემობრძანდნენ პარლამენტში, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია არ მოქმედებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და ისეთ შეცდომებს უშვებენ, როგორიც მაგალითად საპარლამენტო ბოიკოტი იყო.
„გახარიამაც შეცდომად აღიარა ის ყველაფერი, რაც მათ ჩაიდინეს; ეს არის აგენტურული ოპოზიციის ხვედრი, საკუთარი გადაწყვეტილებებით არ მოქმედებენ, დავალებებს ასრულებენ და ისეთი შეცდომები მოსდით, როგორიც პარლამენტში არ შემოსვლა იყო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა. შესაბამისი წერილით მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.