„ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ბექა მიქაუტაძემ „დღის ქრონიკაში“ საკუთარ ხედვებზე ისაუბრა. მან იმ პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი, რომელიც საკუთარი უბნის წარდგენას უკავშირდება.
„ჩემთვის საბურთალო დიდი ოჯახია და უამრავი საქმე გვაქვს გაკეთებული საბურთალოზე. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვემსახურო ჩემს უბანს, ჩემს რაიონს, სადაც გავიზარდე, სადაც უამრავი ნაცნობი, ნათესავი და მეგობარი მყავს“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.
მან 11 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილებასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ შეეცდება დაგროვილი ცოდნა საბურთალოს მოსახლეობას მოახმაროს.
საბურთალოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავებაზე საუბრისას კი მიქაუტაძემ ყურადღება ჩანაცვლების პროგრამაზე გაამახვილა და მოსახლეობას მასში ჩართვისკენ მოუწოდა. მიქაუტაძემ ასევე აქცენტი მოქალაქეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა.