დიღმის მასივში არსებობს ძირითადი პრობლემა, ერთ-ერთი ტყის პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში გასხვისდა, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად დაიწყო ამ პრობლემაზე მუშაობა, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ქართული ოცნების დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შოთა ქევხიშვილმა.
მისი თქმით, ბევრი ნაკვეთია გამოსყიდული, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნაკვეთი, რომელიც ჯერ მოლაპარაკებების რეჟიმშია და დიდი ალბათობით დადებითად დასრულდება.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, ბატონ კახა კალაძეს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო იმ უბნის წარმომადგენელი საკრებულოში, რომელ უბანშიც დავიბადე და გავიზარდე. მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელსაც წარმოვადგენდი მრავალი წლის განმავლობაში.
დიღმის მასივში არსებობს ძირითადი პრობლემა, ერთ-ერთი ტყის პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში გასხვისდა. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად დაიწყო ამ პრობლემაზე მუშაობა. ბევრი ნაკვეთია გამოსყიდული, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნაკვეთი, რომელიც ჯერ მოლაპარაკებების რეჟიმშია და დიდი ალბათობით დადებითად დასრულდება. ვფიქრობ, ამ ნაწილშიც ჩემი ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება.
ასევე არის პრობლემები ინფრასტრუქტურისა და სოციალური კუთხით. იცით, რომ დიღმის მასივში უამრავი გამწვანებული სივრცეა, მაგრამ ამ ნაწილშიც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვფიქრობ, რომ აქტიურად ვითანამშრომლებ გამგეობასთან, რათა დავძლიოთ ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დიღმის მასივის მოსახლეობას აწუხებს“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, კახა კალაძის მერობის პერიოდში ქალაქმა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიიღო, თბილისის გენგეგმა, რომელიც მოქალაქეებს ქაოსური განაშენიანებისგან აზღვევს.
„რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები. გაჩნდა გამოწვევები ახალი ბაღების, სკოლების, სატრანსპორტო კვანძების, რაც პრიორიტეტულია და ამ ოთხი წლის განმავლობაში მოგვიწევს ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა“, – განაცხადა შოთა ქევხიშვილმა.