საქართველოსა და ფინეთის კალათბურთელთა ნაკრებებს შორის მატჩს, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად დავესწარი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიხეილ ყაველაშვილი წერს.
“საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს ღირსეული თამაშისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენი კალათბურთელები არიან გმირები, მათ კიდევ ერთხელ დაანახეს მსოფლიოს, თუ რა ძალა აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას”-წერს ყაველაშვილი.
კომენტარები