აქტივისტები არიან მთლიანად გარე რესურსით ამოქმედებული რადიკალური ჯგუფები, თუმცა ჩვენ ამ რადიკალებს ვხედავთ უკვე რამდენი წელია და შედეგს ვერ აღწევენ, დადგება 4 ოქტომბერი და ნახავთ, თუ როგორი საარჩევნო შედეგით დასრულდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აქციების მონაწილე „ენჯეოები“ ამ რადიკალიზმის განუყოფელი ნაწილია.
„აქციების მონაწილე „ენჯეოები“ არიან განუყოფელი ნაწილი იმ რადიკალიზმისა, რომელსაც ვხედავთ. ისინი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური დაჯგუფებები და ღიად არიან ჩართულები ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებაში, რაც არის ტრაგიკული მოვლენა, თუმცა მათაც ძალიან მწირი რესურსი აქვთ,“- განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები