ჩვენ გვყავს ისეთი უსამშობლო აგენტები, რომლებიც როგორც ხელმოცარულები ისე შევლენ ისტორიაში, – განაცხადა ე.წ. „მეგობარ აქტზე“ საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
უმრავლესობის წევრი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ აშშ-ის სენატმა აღნიშნული დოკუმენტი არ მიიღო.
„ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ამის მიღება არ მოხდებოდა, მაგრამ ზოგადად, ამით დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებიც არიან აგენტები ყოველთვის ყველაფრისთვის არიან მზად, რათა გაასწორონ საკუთარი ქვეყანა, ოღონდ საკუთარი პატრონების დავალებები შეასრულონ და ეს პატრონებიც არიან ხელმოცარულები. ჩვენ გვყავს ისეთი უსამშობლო აგენტები, რომლებიც როგორც ხელმოცარულები ისე შევლენ ისტორიაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
კომენტარები