„მეგობარი აქტი“ ანტიტრამპის პოლიტიკა იყო, აგენტურულ ოპოზიციას უკან უბრუნდება ის, რა ბოროტებასაც განიზრახავენ ხოლმე, უსამართლობას შედეგი ვერ ექნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სიმართლე ყოველთვის ძლიერია.
„ტრამპის ადმინისტრაციის პრესტიჟი იყო, რომ „მეგობარი აქტი“ არ მიეღოთ, ხელი არ მოეწერათ, რომელიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს პირდაპირ აზიანებდა და შეურაცხყოფას აყენებდა იმ ვაჟკაცების სულებს, რომელთაც ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მშვიდობისთვის სიცოცხლე გასწირეს. „მეგობარი აქტი“ ანტიტრამპის პოლიტიკა იყო. მასში ჩაწერილი იყო ის წინააღმდეგობრივი პროცესები, რომლის ერთგულიც ტრამპი იყო. ეს ეხება მშვიდობას, ოჯახურ ღირებულებებს და ასე შემდეგ. საბედნიეროდ, ის არ ხდება ხოლმე, რაშიც აგენტურული ოპოზიცია არის დარწმუნებული. რა ბოროტებასაც განიზრახავენ, უკან უბრუნდებათ, ეს ბუმერანგის პრინციპია. ჯო უილსონი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელია. რა გასაკვირია, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყოს მიმართული? – უსამართლობას შედეგი ვერ ექნება, რადგან სიმართლე ყოველთვის ძლიერია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.