ევროპარლამენტარი, უნგრელი დეპუტატი ანდრაშ ლასლო წერს, რომ ევროპარლამენტმა ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი პატივის მიგებაზე უარი თქვა. მისივე ინფორმაციით, წუთიერი დუმილის ინიციატივით კონსერვატორები და პატრიოტები გამოვიდნენ, თუმცა სხდომის თავმჯდომარისგან უარი მიიღეს. ლასლომ ასევე გაიხსენა, რომ თავის დროზე, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, ევროპარლამენტის სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა.
„ევროპარლამენტი ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ფეხზე წამოდგა, მაგრამ ჩარლი კირკისთვის ამის გაკეთებაზე უარი თქვა. ევროპა ვოუკ იდეოლოგიისგან უნდა გავათავისუფლოთ“, – წერს ლასლო X-ზე.
კომენტარები