დღეს, პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ლენტეხის მერობის კანდიდატმა გიორგი გაზდელიანმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ გვიმბრალისა და ყვედრეშის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე და მისი მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანი.
შეხვედრაზე ადგილობრივებს წარუდგინეს რცხმელურის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი, მურმან ტვილდიანი.
“ბატონი მურმანი კარგად იცნობს თემის საჭიროებებსა და გამოწვევებს და დარწმუნებული ვარ, რომ ლენტეხის საკრებულოში ის იქნება რცხმელურის თემის ღირსეული წარმომადგენელი.
დიდი მადლობა თითოეულ მოსახლეს გულწრფელი საუბრისთვის. მათი ნდობა და მხარდაჭერა ძალას მაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით ვიმუშაო ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისთვის”, აღნიშნა ლენტეხის მერობის კანდიდატმა