საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ოლივიე კურტომ მონაწილეობა მიიღო TAV/Aéroports de Paris-ის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, კომპანია თბილისსა და ბათუმში 1800-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 2005 წლიდან წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და საფრანგეთსა და ევროპასთან გრძელვადიანი მდგრადი ურთიერთობების უზრუნველყოფაში.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტით ყოველწლიურად ხუთ მილიონზე მეტი მგზავრი სარგებლობს, ხოლო 2031 წლისთვის ის ათ მილიონამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ეს წარმატება ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულების თვალსაჩინო მაგალითია, რაც საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.
კომენტარები