უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი Budapest Open – 2025 მიმდინარეობს. ქართველი კარატისტი ცოტნე სორდია (-60 კგ) ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
ქართველმა კარატისტმა პირველი შეხვედრა პოლონელ მოწინააღმდეგესთან დათმო, რის შემდეგაც რეპეშაჟში იასპარეზა, სადაც ისრაელელი სპორტსმენი 6:0 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა კარატისტმა უკრაინელ მოწინააღმდეგეს ფილიპოვ ნიკიტას 6:1 მოუგო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
კომენტარები