ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი აგრძელებს მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას.
ის ამჯერად, ზღვისუბნის მე-3 მრ, მე-5 კვ, N22 კორპუსს ეწვია და ამომრჩევლებთან საუბარი ჰქონდა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
„მისამართზე ცოტა ხნის წინ მოწესრიგდა გზის საფარი. უახლოეს პერიოდში კი სკვერის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა და შადრევანი. ზღვისუბნის მოსახლეობას კი გამუჯობესებული საცხოვრებელი გარემო პირობები შეექმნება. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ სწორ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რასაც ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” წლებია ახორციელებს.”- წერს ბენდელიანი.
დღესვე, ირაკლი ბენდელიანი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ანდღულაძესთან ერთად ზღვისუბნის მე-3 მრ, მე-5 კვ, ე.წ. ,,ალიონის” დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
ბენდელიანის თქმით, მათი მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვაა, რაც პირველ რიგში, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნითა და სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამის განხორციელებით გამოიხატება.
„ასამდე უსახლკარო ოჯახის მთავარი საზრუნავი საცხოვრებელი ფართის დაკანონებაა, რაზეც კერძო მესაკუთრესთან საქმის სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს. კახა კალაძის მერობის პერიოდში სახელმწიფო ან მუნიციპალურ ბალანსზე არსებულ ქონებაში, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად პროგრამის ფარგლებში 3 300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. აღნიშნული პროგრამა ,,ალიონის” მოსახლეობაზე ვერ ვრცელდება, რადგან მოქალაქეები კერძო საკუთრებაში ცხოვრობენ. მე ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გამოვთქვამ მზაობას დავეხმარო ,,ალიონის” მცხოვრებლებს. ჩვენი მიზანი სწორედ მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვაა, რაც პირველ რიგში, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნითა და სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამის განხორციელებით გამოიხატება.”- წერს ბენდელიანი.

