შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 წლის მოზარდზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მკლავჭიდელის, ხატია ვიბლიანის, წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ფაქტის ამსახველ ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა. აღნიშნულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების დროს, მკლავჭიდელის მცირეწლოვანი შვილიც ადგილზე იმყოფება და ჩხუბს უყურებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები