აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი The New York Times-ს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.
ტრამპის თქმით, სარჩელი ფლორიდის შტატში შეიტანა.
„The New York Times-ის წინააღმდეგ ღირსების შელახვისა და ცილისწამებისთვის 15 მილიარდი დოლარის სამართლებრივ წარმოებას ვიწყებ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დეგრადირებული გაზეთის წინააღმდეგ, რომელიც გახდა რადიკალური მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ვირტუალური „გამხმოვანებელი““, – აღნიშნავს ტრამპი.
ტრამპის თქმით, ის ამას თვლის ყველაზე დიდ უკანონო საარჩევნო წვლილად მთელ ისტორიაში.
„კამალა ჰარისის მიმართ მხარდაჭერა, ფაქტობრივად, The New York Times-ის პირველი გვერდის ცენტრში მოათავსეს – ეს რაღაც ისეთია, რაც აქამდე არასდროს ყოფილა. „თაიმსი“ ათწლეულების განმავლობაში ცრუ ინფორმაციის ავრცელებდა თქვენი საყვარელი პრეზიდენტის – ჩემ შესახებ, ჩემი ოჯახის, ბიზნესის, მოძრაობის „ამერიკა პირველ რიგში“, MAGA-ს და მთლიანად ჩვენი ერის შესახებ. ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ ოდესღაც პატივსაცემ „ნაგავს“ პასუხისმგებლობას ვაკისრებ, ისევე როგორც სხვა ყალბი ამბების ქსელების შემთხვევაში, როგორებიცაა ჩვენი წარმატებული სასამართლო დავა George Slopadopoulos/ABC/Disney-ისა და 60 Minutes/CBS/Paramount-ის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ტრამპი.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მათ იცოდნენ, რომ ტრამპის რეპუტაციას აყენებდნენ ზიანს ცრუ ბრალდებების საფუძველზე, თუმცა დაჯერდნენ რეკორდულ თანხებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება უკანონოა.
„The New York Times-ს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ტყუილის, ჩემი სახელის შერცხვენისა და ღირსების შელახვის უფლება და ეს ახლა დასრულდება! სარჩელი შეტანილია ფლორიდის დიდებულ შტატში“, – წერს ტრამპი.