პირველი შემთხვევა არ არის როდესაც Guardian-ი აქვეყნებს ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ წერილს და სადაც საუბარია, გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიებზე.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მდგომარეობაა ევროპაში მედიაში, რაც სავალალოა. პირდაპირ ჩანს, რომ ფული გადახდილია სტატიაში და ამისი გამჟღავნება არ ხდება, შესაბამისად ეს არის კორუფციის ერთ-ერთი მაჩვენებელი მედიაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით The Guardian-ის ჟურნალისტი Daniel Boffey და Philip Shishkin (ე.წ. ფრილანსერი ჟურნალისტი) დაუკავშირდნენ.