ერთადერთი, ვინც უნდა დასანქცირდეს, თუკი ვინმეს კანონის უზენაესობა, დემოკრატია აინტერესებს, გახლავთ თავად ელენე ხოშტარია, რომელიც ექსტრემიზმით არის დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ქართული სახელმწიფო ამ სანქციებზე ზრუნავს.
„იცით, რომ მის მიმართ არაერთი ადმინისტრაციული წარმოება იყო ასეთი ექსტრემისტული ქმედებების გამო და გუშინ წინ იყო, თუ არ ვცდები, ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. შესაბამისად, ეს არის სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება“.