ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის, 75 ათას 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.
დაკავებულია შვიდი ადამიანი. მათ შორის ბიზნესმენი და წარსულში ცნობილი მოკრივე გიორგი კანდელაკია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში, ჰქონდათ ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე კი იყო უაქციზო სიგარეტები.
კომენტარები