კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ელენე ხოშტარიამ დაცვის უფლებაზე თქვა უარი, სასამართლომ კი მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა, თუმცა, ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზეც უარი განაცხადა.
გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები