როგორც ყოველთვის, ახლაც გასაჯაროვდა მილიონიანი გარიგება „ნაცმოძრაობასა“ და ამერიკულ იურიდიულ კომპანიას შორის, რაშიც 360000 დოლარი გადაიხადა „ნაცმოძრაობამ“. ეს გარიგება კი სულ ახლახან გაფორმდა, 2025 წლის 7 ივლისს. მოვალეობები იგივე, რაც ადრე, დიპლომატიური მხარდაჭერა აშშ-ში და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ნინო ფოჩხუა FARA-ს მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციას.
ფოჩხუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანს წარმოადგენს, რომ იტივტივონ ქვეყნის პოლიტიკურ ზედაპირზე და დავალებების შესაბამისად უმტრონ საქართველოს.
„ როგორც ყოველთვის ახლაც გასაჯაროვდა მილიონიანი გარიგება ნაცმოძრაობასა და ამერიკულ იურიდიულ კომპანიას შორის, რაშიც 360000 დოლარი გადაიხადა ნაცმოძრაობამ. ეს გარიგება კი სულ ახლახან გაფორმდა, 2025 წლის 7 ივლისს. მოვალეობები იგივე, რაც ადრე, დიპლომატიური მხარდაჭერა აშშ-ში და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა. ნაცმოძრაობა 13 წელია ამხელა ფულს ხარჯავს ლობიზმში, მაგრამ სანუკვარ მიზანს, ხელისუფლებაში დაბრუნების, ვერ აღწევს, ისმის კითხვა, მაშინ რატომ? იმიტომ რომ იტივტივონ პოლიტიკის ზედაპირზე, არ დაავიწყდეთ, თითქმის 1%-ზე დასულ მხარდამჭერებს და ვინაიდან აგენტობაზე აქვთ ხელი მოწერილი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში უმტრონ საკუთარ ქვეყანას“,- წერს ნინო ფოჩხუა.