გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ჩემი აქტივობის გამო, ნაცების ბოტების ფაბრიკა, აბსოლიტურად ყველაფერზე მარეპორტებენ. მაგრამ, ფბ ადმინისტრაცია მათ მოლოდინებს ვერ ამართლებს და მხოლოდ მოკლე ხანით მბლოკავენ ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ვწერ და ვაკეთებ, სწორი მიმართულებაა და გულზე ხვდებათ სიმართლე. ეს ბოლო პერიოდი ვიმყოფები სამეგრელოს რეგიონში და არა მარტო სამეგრელოში. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ გამარჯვების იოტისოდენა შანსიც არა აქვთ, არც მათ, არც მათ სატელიტებს. არც საარჩევნო სცენარით და არც თავიანთი სცენარით. ოდნავი გადაცდომა კანონის ფარგლებს გარეთ და მიიღებენ იმას, რასაც მიიღებენ. ჩვენ მხარდამჭერებს მინდა მოვუწოდო, აქტივობისკენ, მოთმინებისკენ და ნუ აყვებიან, მათი ე.წ მედიასაშუალებების შეთითხნილ ჭორებს, მაგ საქციელით, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უწყობენ მათი ბინძური ჭორების ტირაჟირებას ჩვენი გუნდის წევრების გარშემო, რომლებიც არიან პოლიტიკაში და რომლებიც დღეს არ არიან, მაგრამ რჩებიან ჩვენი გუნდის და ბატონი ბიძინას მხარდამჭერებად. წარმატებები და ვაკეთოთ საქმე”