შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ, პირველ მოადგილე როლანდ მესხთან ერთად, აჭარის რეგიონში, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გელა გელაძემ დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან აჭარასა და გურიაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
გელა გელაძემ თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
კომენტარები