შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას თანმხლები პირი, ინციდენტის დროს დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, ხასაიას ერთ-ერთმა თანმხლებმა პირმა განაცხადა, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე, რამაც მისი მხრიდან აგრესია გამოიწვია.
შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტს ადასტურებს გელა ხასაიაც, თუმცა ძალადობას უარყოფს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა.
კომენტარები