ლიგა 1-ის მეთხუთმეტე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „რენი“ 5:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პარიზულ გუნდში ჩატარებულ 50-ე მატჩში თავი გამოიჩინა და კრიტიკოსებს პასუხი გასცა.
კვარაცხელია თავიდანვე აქტიური იყო, ორჯერ გაექცა თავის მეურვე ბუდალს, განივი გადაცემები გააკეთა, მაგრამ პარტნიორები ვერ გამოეხმაურენ. შემდეგ ხვიჩა ფლანგიდან ცენტრში შეიწია და სამბას კარი დალაშქრა. მერე მეილიუმ გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ დომინირებდა და მომენტებს ქმნიდა: კვარაცხელიას პასი მეილიუმ მიიღო და ბურთი ხარიხას გაარტყა, ქართველს სამბამ არ გაატანინა, შანსი ბარკოლამ ვერ გამოიყენა და ხვიჩა ტრავმას გადაურჩა, როდესაც საჯარიმოში შეიჭრა და დარტყმის მომენტში კოჭში ფრანკოვსკიმ ჩაარტყა. მართალია, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, მაგრამ მან მალე დუბლი მაინც შეასრულა, თავისი საქმე გააკეთა და შეცვალეს. დარჩენილ დროში “რენის” მცველი ჟაკე გააძევეს, შეცვლაზე შესულმა მბაიემ და რამუშმა გაიტანეს და პსჟ-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
“კვარას“ ანგარიშზე მიმდინარე სეზონში კლუბში 18 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
პსჟ 33 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ლანსს“ 1 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ბილბაოში „ატლეტიკთან“ ჩაატარებს.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ – რენი 5:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (28), 2:0 მეილიუ (39), 3:0 კვარაცხელია (67), 4:0 მბაიე (88), 5:0 რამუში (90+1)
გაძევება: ჟაკე (74, რენი)

