გერმანიის ქალაქ კინბაუმში 17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა მოკრივე შალვა ბერიძემ (48 კგ) ნახევარფინალი უკრაინელ მიხაელო სიდორენკოსთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ნახევარფინალურ შეხვედრამდე ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში იტალიელი მატეო ფორტუნატო დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბულგარელი ნიკოლაი კარაბიოკოვი.
ახალგაზრდა მოკრივეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
კომენტარები
