გერმანიის ქალაქ კინბაუმში 17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველი მოკრივე ზაზა მდინარაძე (52 კგ) ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. სპორტსმენმა ნახევარფინალი თურქ იეგით ქეშქინთანდათმო.
ნახევარფინალურ შეხვედრამდე ზაზა მდინარაძემ (52 კგ) მერვედფინალში ინგლისელი ბრაიდენ დაიერი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბერძენი ელეფტერიოსზოურნატისი.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს
ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია. მოკრივე შალვა ბერიძემ (48 კგ) ნახევარფინალი უკრაინელ მიხაელო სიდორენკოსთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ახალგაზრდა მოკრივეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ინფორმაციას საქართველოს სპორტი სამინისტრო ავრცელებს.
კომენტარები
