„პარი სენ-ჟერმენმა“ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალურ მატჩში ბრაზილიური „ფლამენგო“ დაამარცხა.
კატარის ქალაქ ერ-რაიანში გამართული შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ლიბერტადორესის თასის მოქმედი გამარჯვებულები დაუპირისპირდნენ, დაძაბული გამოდგა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა.
38-ე წუთზე ანგარიში „პსჟ“-ს შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა.
62-ე წუთზე „ფლამენგომ“ წონასწორობა აღადგინა – ჟორჟინიომ პენალტი ზუსტად გამოიყენა.
გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო, სადაც პარიზელებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
კომენტარები
