ირაკლი ეგოიანი ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში „ექსელსიორი“ – „ცვოლეს“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, გამარჯვების ბურთი კი 78-ე წუთზე 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ეფექტური დარტყმით გაიტანა. ეგოიანის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში გამართულ 14 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასია, „ექსელსიორი“ კი 19 ქულით მე-11 ადგილზეა.
კომენტარები

