შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე – 2000 წელს დაბადებული ე.დ. და 1957 წელს დაბადებული ა.ფ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.დ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ხოლო ბრალდებულმა ა.ფ.-მ ტრაილერში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები
