ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა. გათამაშების 21-ე ტურში „ნიურნბერგი“ სტუმრად „პადერბორნთან“ 1-2 დამარცხდა.
დამარცხებული გუნდის რიგებში კი ერთადერთი ბურთი საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის ანგარიშზეა. ლოჩოშვილისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე გოლი იყო – პირველად მან თავი „ფიურტთან“ შეხვედრაში გამოიჩინა.
კომენტარები
