ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „მარსელი“ დაჯაბნა და 5:0 დაამარცხა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ამ სეზონში, ალბათ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 დემბელეს დუბლით მოიგეს. განსაკუთრებით ლამაზი უსმანის მეორე გოლი იყო. კვარაცხელია, რომელმაც „ნიუკასლთან“ მატჩში მიღებული ტრავმა მოირჩინა, 63-ე წუთზე დუეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და მაშინვე შეეძლო გატანა, როდესაც ნევეში ცარიელი კარის წინ პასს უკეთებდა, მაგრამ მედინამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თუმცა, ქართველმა მალე მაინც უწია მიზანს – დემბელეს ჩაწოდებულ ბურთს ერთი შეხებით მიუჩინა ადგილი დე ლანგეს კარში. მერე ლიმაც გაიტანა და პარიზულ გუნდში ფერნანდესის დებიუტიც შედგა. ქართველს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა. ბოლოს მის მიერ გადაცემული ბურთი მენდეშმა ხარიხას გაარტყა და თამაშიც დასრულდა.
“კვარამ“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
პსჟ 51 ქულით ლიდერი, უხლოეს მდევარ „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს და 13 თებერვალს გასვლაზე „რენს“ დაუპირისპირდება.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ – მარსელი 5:0
გოლები: 1:0 დემბელე (12), 2:0 დემბელე (37), 3:0 მედინა (64, საკ. კარში), 4:0 კვარაცხელია (66), 5:0 ლი (74)
